დასკვნა, რომელსაც მთელი მსოფლიო განსაკუთრებული ინტერესით ელოდა.
სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის ანგარიში ცნობილია. თითქმის ორწლიანმა გამოძიებამ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან შეთქმულება ვერ დაადგინა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადვოკატებისთვის ანგარიშის შინაარსი იმაზე უკეთესი აღმოჩენა, ვიდრე ელოდნენ.
დოკუმენტი ჯერ სრულად არ გასაჯაროებულა, თუმცა ის გენერალურმა პროკურორმა უკვე შეისწავლა, ოთხგვერდიანი დასკვნა დაწერა და კონგრესს გადასცა.
დემოკრატებს ბარის დასკვნის არ სჯერათ და ანგარიშის სრული ვერსიის გამოქვეყნებას ითხოვენ.