მოახლოებული არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობაზე მიუთითებს ის პროგნოზებიც, რომლებიც ოპოზიციის და მათი ცალკეული მხარდამჭერებისგან კეთდება.
ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურდება საუბარი პოსტსაარჩევნო დაძაბულობაზე და პროცესის ქუჩაში შესაძლო გადანაცვლებაზე. მმართველი გუნდი ოპონენტების რევოლუციურ გეგმებში დარწმუნებულია. ამ პოზიციას ხელისუფლება ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებთან ერთად იმ პროგნოზებით და მოწოდებებითაც ამყარებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ისმის. მათ შორისაა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც პოსტსაარჩევნო შესაძლო დაძაბულობაზე და მოვლენების განვითარების კონკრეტულ სცენარზეა საუბარი. ერთ-ერთ სცენარად კი ქუჩის პროტესტი ხელისუფლების გამარჯვების და შედეგების დამკვირვებლების მიერ აღიარების შემთხვევაშიც განიხილება. ამავე ანგარიშის ავტორები აშშ-ს და ევროკავშირს არჩევნების წინ საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილებების მიღებას სთხოვენ.
თათია ტაბეშაძე არკვევდა, რისთვის ემზადება ოპოზიცია.