გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი ისრაელშია. ის უკვე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს და ისრაელის მიმართ თანადგომა კიდევ ერთხელ გამოხატა. რიში სუნაკის თქმით, ქვეყანას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გააჩნია თავდაცვის უფლება. ბრიტანეთის პრემიერმა ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე ესაუბრა.
პრეზიდენტის შემდეგ რიში სუნაკი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც შეხვდება.