არჩევნები 2019 - რეპორტაჟი ზუგდიდიდან

ხმაური იყო ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევს სანდრა რულოვსი. უბანი რამდენიმე წუთის დაგვიანებით გაიხსნა.

მერებს რამდენიმე ქალაქში ირჩევენ, მათ შორის ზუგდიდში, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდმა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. მოსახლეობამ არჩევანი აქ 16 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, რომელთა შორის არის „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი.