პარლამენტში სადავო კანონპროექტის განხილვა დაიწყო.
შინაური ცხოველების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. ცხოველთა უფლებადამცველების გარდა პროექტს დეპუტატების ნაწილიც აკრიტიკებს. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას საკანონმდებლო პაკეტის ის ნაწილი იწვევს, რომელიც მრავალბინიან კორპუსში შინაური ცხოველების რაოდენობაზე ლიმიტს აწესებს. დავის საგანია ცვლილებაც, რომლის მიხედვით იზრდება იმ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ჩამონათვალი, სადაც ძაღლების და კატების შეყვანა აიკრძალება. დღევანდელი ხმაურიანი განხილვის შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ პროექტის კორექტირება მოხდეს.