რეზოლუციის პროექტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ

რეზოლუციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ პარლამენტი მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ოპოზიციის ნაწილიც და მმართველი გუნდიც თანხმდებიან, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის ერთიანობა მნიშვნელოვანია. კანონმდებლები ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება ქართველი ხალხის ნების გამომხატველი იქნება.