რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ

მეათე მოწვევის პარლამენტმა პირველი რეზოლუცია მიიღო. ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მომზადებული დოკუმენტი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხება. 81 ხმით მხარდაჭერილი პროექტის პირველივე მუხლში, მთავარ ამოცანად ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო მხარდაჭერით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დევნილთა სახლებში დაბრუნებაა მითითებული. ამავე დოკუმენტში ჩაიწერა ისიც, რომ 2024 წელს ქვეყანამ ევროკავშირში წევრობისთვის განაცხადი უნდა გააკეთოს. პრიორიტეტებად არის დასახელებული ნატო-ში გაწევრიანება და აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავება. 16-პუნქტიან რეზოლუციაში ორი მუხლი რუსეთს აქვს დათმობილი აქცენტია გაკეთებული რუსეთთან სახელმწიფოთაშორისი დავების გააქტიურებაზე.