ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს, პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. დოკუმენტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიციაც, თუმცა აქვთ შენიშვნები. მათი თქმით, უნდა გაიწეროს და მომზადდეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. რეზოლუციის პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ევროსტრუქტურებს მოუწოდებს, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯი გადადგან.