რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გუშინ, 10 იანვარს გარდაიცვალა. პოეტი 1957 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე წერდა და გამოსცემდა კრებულებს, იყო აქტიური მოქალაქე. სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი და შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
რეზო ამაშუკელი ავტორია უამრავი ცნობილი ლექსისა და პოემისა: „ვია დოლორისა“, „შუაფხო“, „ჩაიხანა“, „მარტოობა“…
ნახეთ კადრები პირველი არხის არქივიდან, სადაც ავტორი საკუთარ ლექსებს კითხულობს.