რეზერვისტების მომზადება დაიწყო

რეზერვისტთა პირველი ნაკადის ფიზიკური მომზადება დაიწყო.

ტესტირება ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში გაიმართა. სამხედრო ინსტრუქტორებმა მსურველებს ფიზიკური მომზადების წესები გააცნეს. კახეთის რეგიონში მცხოვრებმა 18-დან 50 წლამდე მოქალაქეებმა რეზერვში მისაღებად აზიდვები, პრესი  და 3200 მეტრზე სირბილი  ჩააბარეს. მოგვიანებით რეზერვისტები ფსიქოლოგიურ ტესტს და სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც ისინი ტერიტორიულ რეზერვში ჩაირიცხებიან. მათ 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. შრომის ანაზღაურება კი ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ.