მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი მთავარი მოწოდება პესიმიზმის იგნორირება და სხვადასხვა ადგილზე მუდმივი აქციებია.
ყოფილი პრეზიდენტი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვებულად მიიჩნევს და დღევანდელ ვითარებას პოსტსაარჩევნო რევოლუციად აცხადებს. ექს-პრეზიდენტი პირობას დებს, რომ მისი გათავისუფლებისთანავე 10 დღეში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გარდაუვალი იქნება. 30 ოქტომბრის შედეგების გასაპროტესტებლად და სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად აქციების იდეას იზიარებს და ბრძოლის ამ ფორმას საერთაშორისო ყურადღების მიქცევის გზად განიხილავს მამუკა ხაზარაძის გუნდიც, თუმცა ქუჩაში გასვლის აზრს ვერ ხედავს და საპროტესტო გამოსვლების უშედეგობაში დარწმუნებულია ოპოზიციის მეორე ნაწილი.
აქციების გეგმას ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯად მიიჩნევს მმართველი გუნდი, რომელიც ოპონენტებს მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს.