რესტორატორთა ასოციაცია და სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების კუთხით, რესტორნების სამუშაო საათების გაზრდას, საგადასახადო შეღავათებს და საბანკო სექტორთან შუამდგომლობას ითხოვენ. მათი თქმით, არსებულმა შეზღუდვებმა სფეროს დიდი პრობლემები შეუქმნა. სფეროს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრთან საუბარს სწორედ ამ თემებზე გეგმავენ.