რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, პანდემიის პირობებში, სახელმწიფოსგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. შოთა ბურჯანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გარკვეულ საკითხებზე რეაგირებს, პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, სავარაუდოდ, ბევრი ბიზნესსუბიექტი ვერ გადაურჩება. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ასევე შეზღუდვების დროებით გაუქმებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბიზნესის გახსნის გეგმა ან ეტაპზე არ არსებობს.