გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მეორე ტურში მხარდაჭერას უცხადებენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები.
დღეს პარტიების ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს. ჟურნალისტებმა ლევან ბერძენიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის მიმართ წარდგენილი ბრალდება შეახსენეს. კონკრეტულად კი, მაშინდელი ხელისუფლება ბერძენიშვილს სხვა პირებთან ერთად რუსეთის ჯაშუშობაში სდებდა ბრალს. ამ საკითხზე ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ სააკაშვილის ბოდიში მიიღო და წყენა დავიწყებული აქვს.