რესპუბლიკის მოედანზე რეტრო ავტომობილების გამოფენა მიმდინარეობს. ადგილზე მისული დამთვალიერებელი გასული საუკუნის სხვადასხვა მარკის 150 მანქანას ნახავს. კლასიკური ავტომობილების შოუ დღის ბოლომდე გაგრძელდება და სტუმრებს სხვადასხვა ტიპის აქტივობაში შეეძლებათ ჩართვა. მოედანზე მოწყობილია საკვები ზონებიც. გამოფენის ორგანიზატორი თბილისის მერიაა. საქართველოს პარლამენტმა კი ცოტა ხნის წინ კლასიკური ავტომობილების შესახებ კანონმდებლობა დაამტკიცა. კანონით 40+ ასაკის კლასიკური ავტომობილები ცალკე კატეგორიად განისაზღვრა, ამასთან, ასეთ ავტომანქანებზე გათვალისწინებულია შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთი.