თბილისის მერიის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დღეს ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება. გუშინ კი მსმენელის წინაშე სტეფანე მღებრიშვილი წარდგა. თითქმის ორსაათიან კონცერტზე სტეფანეს ყველა ჰიტი შესრულდა. მუსიკალურ საღამოს დედაქალაქის მერი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.