საპრეზიდენტო არჩევნებმა „ნაციონალური მოძრაობა“ და „რესპუბლიკელები“ ისევ თანამოაზრეები გახადა.
ყოფილი მმართველი პარტიისგან 2004 წელს გამიჯნული გუნდის ლიდერები დღეს გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში მივიდნენ და მეორე ტურში მხარდაჭერა გამოუცხადეს.
პარტია, რომელიც წინა ხელისულების ოპოზიციაში იყო და რომლის ლიდერს 2007 წლის საპროტესტო აქციების დროს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ, უკვე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვების აუცილებლობაზე საუბრობს.
გრიგოლ ვაშაძე 11 წლის წინანდელ სკანდალურ ბრალდებასთან დაკავშირებულ ფაქტს ამოწურულად აცხადებს, ლევან ბერძენიშვილმა კი, მიხეილ სააკაშვილის ბოდიში მიიღო.