განათლების მინისტრის ხელმძღვანელობით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბჭოს ფარგლებში 2023-2024 სასწავლო წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამეს. ესენია სტიპენდიანტთა რაოდენობისა და სახელმწიფო სტიპენდიის გაორმაგება, სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანების დაფარვა, 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა,საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი და სხვა. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო თემებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ინფორმაცია. შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და ის საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება.