სუროგაციის, ინ ვიტრო განაყოფიერებისა და დონაციის შესახებ მთავრობის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ინიციატივას სექტორის წარმომადგენლები ეხმაურებიან. რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის წევრებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რაც ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში შეიქმნება. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ამით დაზარალდება არა მარტო დარგი, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და იმ მოქალაქეთა უფლებები, რომლებსაც აღნიშნული სერვისების მიღება სჭირდება.
მედიკოსებს იმედი აქვთ, რომ თემაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია გაგრძელდება და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების უფლებებიც არ შეიზღუდება.
შეგახსენებთ, მთავრობის მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის სახით პარლამენტს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება.