რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს ხელვაჩაურში

გასული საუკუნის 30-იან წლებში რეპრესირებულთა კიდევ ერთი საერთო სამარხი აღმოაჩინეს ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე. ნაპოვნია 29 ადამიანის ნეშტი. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ვარაუდით, ისინი 1938 წლის მარტში დახვრიტეს. სამუშაოებს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მოწვევით, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის 6-კაციანი ჯგუფი ორი კვირაა აწარმოებს. პირველადი ანთროპოლოგიური დათვალიერების შემდეგ, ცხედრებს მონასტრის ტერიტორიაზე გადაასვენებენ.