საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, 61 თანამშრომელი გათავისუფლდა.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, საჯარო სამსახურის ბიურო შეეცდება, გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის, კვლავ საჯარო სივრცეში მოიძიოს სამუშაო ადგილები. მოიწრაფიშვილის განცხადებით, 15 იანვარს დაიწყო მეორე ეტაპი და პირველ რიგში მოქმედ თანამშრომლებთან მოხდა გასაუბრება. პრეს-სპიკერის თქმით, თერთმეტი თანამშრომელი ამჟამად დეკრეტულ შვებულებაში იმყოფება და კანონმდებლობის შესაბამისად, ისინი ადმინისტრაციის თანამშრომლებად რჩებიან.