ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკში რელიგიურ ორგანიზაციებს შორის საქართველოს რიგით მეორე გუნდური ჩემპიონატი დაიწყო. მასში საქართველოში არსებული სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში შვიდ ტურად გაიმართება. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან.