საგანი, რომელიც სასწავლო პროგრამიდან 2006 წელს ამოიღეს, საჯარო სკოლებში შესაძლოა ისევ დაბრუნდეს, თუმცა-შეცვლილი ფორმატით. საუბარია რელიგიების ისტორიაზე, რომელიც დამამთავრებელ კლასებში მსოფლიოს ყველა რელიგიის შესწავლას გულისხმობს.
საგანს, რომელიც არჩევითი იქნება, საბოლოოდ დამტკიცებამდე რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევს.
განათლების სამინისტროს იდეის გარშემო სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობით ფართო დისკუსიის დაწყება იგეგმება.