„რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება”- საერთაშორისო კონფერენცია თბილისში
„რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება”- საერთაშორისო კონფერენცია ამ სახელწოდებით თბილისში რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა.
დისკუსია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით იმართება.
კონფერენციაზე სამი სექცია იმუშავებს: რელიგია და მეცნიერება, ეკლესია და სახელმწიფო, რელიგიური წინამძღოლი და საზოგადოება. ყველა ეს საკითხი შეხვედრებზე განიხილება ინსტიტუციური სეკულარიზმის კონტექსტში.
გურამ როგავა ესაუბრა კონფერენციის მონაწილეებს.