რეკომენდაციების შესრულების გეგმა

ვინ ჩაერთვება ევროკომისიის ახალი რეკომენდაციების შესრულების პროცესში. ცხრაპუნქტიანი გეგმა და განსხვავებული მოსაზრებები ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ საკუთარ ალტერნატიულ იდეებსაც შესთავაზებს. მეორე ნაწილი კი წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას კრიტიკულად აფასებს. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. კრიტიკას მმართველ გუნდში დაუსაბუთებელს უწოდებენ.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ცხრა ახალი მოთხოვნის შესრულება საფუძველი იქნება იმისა, რომ ქვეყანა წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს.