ევროინტეგრაციის კომისიის რიგით 70-ე სხდომა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში.
განხილვის საგანი იყო ევროკომისიის რეკომენდაციებით გათვალისწინებული რეფორმების შესრულების სამოქმედო გეგმა. პრემიერის ხელმძღვანელობით კომისიამ დაამტკიცა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს, პასუხისმგებელ უწყებებს და შესრულების ვადებს.