„ლელოს“ ორგანიზებით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ექსპერტებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. განიხილება გელათის რესტავრაციის საკითხი. „ლელოს“ ლიდერების განცხადებით, საზოგადოება არ არის ინფორმირებული, თუ როგორია ადგილზე არსებული რეალური სურათი.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები პროცესის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვენ.