საბავშვო ბაღებში წინასაახალწლო ზეიმების ფორმა და შინაარსი იცვლება.
სკოლამდელი დაწესებულებები გაერო-ს ბავშვთა ფონდის სტანდარტებზე მორგებას ცდილობენ. უნისეფი-ს რეკომენდაციაა, რომ საბჭოთა პერიოდში დანერგილი მეთოდოლოგია შეიცვალოს და აღსაზრდელებმა საკუთარი ნიჭი უფრო თავისუფალ გარემოში წარმოაჩინონ ისე, რომ ბავშვების ინტერესები და სურვილები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. შეთავაზებული ფორმატით, სადღესასწაულო სპექტაკლებსა თუ წარმოდგენებში თავად ბაღის თანამშრომლებიც უნდა ჩაერთონ.