„ისრაელი რეგიონულ კონფლიქტებს ოკუპაციის გასამართლებლად იყენებს“– ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის უპირობო მხარდამჭერებს რაციონალური მოქმედებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, თურქეთი ღაზის მხარდაჭერას ყველა შესაძლო საშუალებით გააგრძელებს. მანვე ისრაელის აგრესიის აღსაკვეთად, ისლამურ სამყაროს ეკონომიკური და სავაჭრო სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.