რეგულაციების მიწის ბაზარზე

უთანხმოების ფონზე მიმდინარეობს კიდევ ერთი რეფორმის განხილვა. პარლამენტი დღეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად მსჯელობდა, უნდა ჰქონდეთ თუ არა უცხოელებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფლობის უფლება.

კონსტიტუცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწების შეძენას უკრძალავს, თუმცა ორგანულმა კანონმა იურიდიული პირების შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული გამონაკლისები დაუშვას. სწორედ ამ საკითხზე მსჯელობას მოჰყვა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კამათი.