ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებით აღებული კიდევ ერთი ვალდებულება 15 იანვრიდან ძალაში შევა.
ოთხი სახის სამშენებლო მასალა სახელმწიფო შემოწმებას დაექვემდებარება. მონიტორინგი გავრცელდება როგორც იმპორტირებულ, ასევე ადგილზე წარმოებულ პროდუქციაზე. საუბარია ცემენტზე, არმატურაზე, ელექტროსადენებსა და პლასტმასის მილებზე, რომელთა შემოწმებას კანონი საერთოდ არ არეგულირებდა. ეს იმ ფონზე, როდესაც სამშენებლო მასალების ხარისხს სფეროს სპეციალისტების უმრავლესობა ეჭვქვეშ აყენებს.