ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანის აკრძალვის ვადამ მიმდინარე წლის პირველ ოქტომბრამდე გადაიწია. ამის შესახებ პირველ არხს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების თხოვნის გათვალისწინებით მიიღო.