პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საპარლამენტო თანამდებობების დაკავებას შეეხება.
უმრავლესობის განმარტებით, ინიციატივა უფრაქციო დეპუტატებს საშულებას მისცემს, საპარლამენტო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩაერთონ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ცვლილებები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიიღეს და მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტზე გავრცელდება. აღნიშნულს ოპოზიციაში აკრიტიკებენ.