მერიის მიერ ინიცირებული დასაქმების პროგრამა გაფართოვდა.
ხუთი წლის წინ დაწყებულ პროექტს ახალი მიმართულებები დაემატა. მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე, პერსონალურ მონაცემთა სფეროში და ფიტნეს-ინსტრუქტორად მუშაობა. დაინტერესებული პირებისთვის განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ პროგრამაში მონაწილეობაზე მიმართვის რიცხვი საკმაოდ მაღალია და დასაქმების მაჩვენებელი 70%-ს აღწევს.
მერიის პროგრამა წინასწარ მოძიებულ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში გადამზადებას გულისხმობს.