რეგიონული თეატრების მერვე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.
პროგრამაში, რომელიც ძირითადად ომის თემატიკას ეძღვნებოდა, წელს ათზე მეტი ქართული და უცხოური თეატრალური დასი მონაწილეობდა. დასკვნით დღის მაყურებლის წინაშე წარსდგა ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის პროფესიული თეატრი. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, ასევე სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით გაიმართა.