რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი. ნოქალაქევის ციხე-სიმაგრეში, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა, სპექტაკლი „მთვარის მოტაცება“ წარმოადგინა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ფესტივალს განსხვავებული ფორმატი აქვს – წარმოდგენები სპეციალურად ღია ცის ქვეშ იმართება. რეგიონული თეატრების ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდმა „დღეს“ დააფუძნა და 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.