რეგიონული კონფლიქტის საფრთხე

1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე  ემსხვერპლა თებერვლის პირველ 11 დღეში სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშებს.

გაერო-ს შეფასებით, კონფლიქტი, რომელიც უკვე 6 წელია გრძელდება, ყველაზე სისხლიან ფაზაშია შესული. სირიის ჩრდილოეთით კვლავ გრძელდება თურქეთის მიერ წამოწყებული სპეცოპერაცია ზეთისხილის რტო. გუშინ სირიელმა სამხედროებმა ისრაელის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც სირიაში მყოფი ირანელების პოზიციებს ბომბავდა.

როგორ პასუხობს ისრაელი გამანადგურებლის ჩამოგდებას და არსებობს თუ არა რეგიონული კონფლიქტის საფრთხე?

ლევან ახალაიას სიუჟეტი.