რეგიონის სამხედრო პოტენციალის განვითარების დინამიკა - აზერბაიჯანი
რეგიონის სამხედრო პოტენციალის განვითარების დინამიკა - აზერბაიჯანი

რეგიონში მიმდინარე პროცესებში აზერბაიჯანი სამხედრო მიმართულებით საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნება, რომ სხვის შეცდომებზე ისინი სწავლობენ და იმ კონკრეტულ მიმართულებებსაც ავითარებენ, სადაც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში რეგიონის ყველაზე დიდი და აგრესიული აქტორი – რუსეთი ძირითად დარტყმებს აკეთებს.

წლევანდელი წელი აზერბაიჯანის სამხედრო ინდუსტრიისა თუ შეიარაღებული ძალების განვითარების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. აზერბაიჯანის სამხედრო თამაშების ცენტრში აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით  სამეთაურო-საშტაბო კომპიუტერული სწავლების „Eternity-2019“-ის დამგეგმარებელი კონფერენცია ჩატარდა. სწავლების ამოცანაა რეგიონის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტების დაცვის ორგანიზაცია. კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეებმა  მიმდინარე ამოცანები და სწავლების მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვის განცხადებით, აზერბაიჯანი 2019 წელს  სპეციალური დანიშნულების ძალების პაკისტანთან ერთობლივი სწავლების ჩატარებასაც გეგმავენ.

18 ივნისს პრეს-კონფერენციაზე, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა აღნიშნა,  რომ ბოლო წლებში, აზერბაიჯანმა მთლიანად განაახლა ვერტმფრენების პარკი და ამჟამად შეიარაღებულ ძალებს გააჩნია ყველაზე თანამედროვე ვერტმფრენები, რომელთაც შორი სამიზნეების განადგურებაც შეუძლიათ.  საინფორმაციო პორტალის aze.az -ის თანახმად, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 12 ივნისს, აზერბაიჯანის საჰაერო ძალების გეგმიური სწავლების დროს მოხდა ინციდენტი: საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის „ოსა“-ს გამოყენებით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სცადეს აზერბაიჯანის საფრენი საშუალებების ჩამოგდება. თავდაცვის სამინისტროს განცხადებას თან ახლდა ვიდეო, რომელზეც ნათლად ჩანს გაშვებული რაკეტა. სულ გაშვებული იყო ორი რაკეტა, რომლებიც ასცდნენ რა მიზანს, თვითგანადგურდნენ.  ვიდეოგადაღება წარმოებდა დრონებით, რომლებიც სასწავლო ფრენებს აფიქსირებდნენ.  აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს კომენტარის მიხედვით, ის, რომ ინცინდენტი უმსხვერპლოდ და უდანაკარგოდ დასრულდა, განაპირობა როგორც პილოტების პროფესიონალიზმმა, ასევე უახლესმა აღჭურვილობამ, რომელიც საფრენ აპარატებს გააჩნია. შესაძლოა, ამას ასევე ხელი შეუწყო კომპლექს „ოსას“ გათვლის არაპროფესიონალიზმმაც.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ავიაცია თანდათან ხდება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წამყვანი მიმართულება. გაიმართა  მოლაპარაკებები პაკისტანთან გამანადგურებლების JF-17-ის შეძენასთან დაკავშირებით,

სისტემატურად ტარდება ერთობლივი ფრენები თურქეთთან, მდიდრდება საავიაციო შესაძლებლობები, აპრილში გაიხსნა ახალი და ტექნიკური თვალსაზრისით, სრულად აღჭურვილი, საკომანდო პუნქტიც.

 

 

 

 

 

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი