„ქართულმა ოცნებამ“ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქის რვა დელეგატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ. პრემიერის განცხადებით „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია სექტემბრის შუა რიცხვებში იქნება ცნობილი. დღესვე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.