რეგიონებში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღნიშნეს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღნიშნეს რეგიონებშიც.

ახალციხეში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასკვნითი ნაწილი თბილისიდან მოწვეულ მომღერლებს დაეთმო. გიორგი სუხიტაშვილმა და აჩიკო ნიჟარაძემ, ასევე „ფორტემ“ და ჯგუფმა „რეგიონმა“ ყველასათვის ნაცნობი სიმღერები შეასრულეს.

გამორჩეული იყო დღის დასკვნითი კონცერტი ქუთაისშიც, რომელიც თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა ადგილობრივმა თუ ჩასულმა ცნობილმა შემსრულებლებმა მიიღეს.

გალა-კონცერტით დასრულდა დამოუკიდებლობის დღის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ფოთშიც, სადაც ადგილობრივი მაყურებლის განწყობაზე „რეზო და ბავშვები“ ზრუნავდნენ.

ერეკლე მეორეს მოედანზე გაიმართა დღის დასკვნითი ღონისძიება თელავში. კონცერტში მონაწილეობა ადგილობრივმა ჯგუფებმა, „ქართულმა ხმებმა“  და ნინი ქარსელაძემ მიიღეს. გალა-კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.