გერმანიის მმართველმა კოალიციამ ევროპარლამენტის შემდეგ წარუმატებლობა ამჯერად რეგიონალურ საპარლამენტო არჩევნებში განიცადა.
კანცლერ ოლაფ შოლცის პარტია ლამის 5%-იანი ბარიერის მიღმა დარჩა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა შედარებით ახალგაზრდა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომლის ლიდერებიც მკვეთრად ანტიმიგრაციული განწყობებით გამოირჩევიან და ნაცისტური ფრაზეოლოგიის გამოყენებაში არიან მხილებულნი. ადგილობრივი მთავრობის დაკომპლექტება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ულტრამემარჯვენეებთან კოალიციის ფორმირებაზე სხვა პარტიები უარს ამბობენ. წინ 2025 წლის ფედერალური არჩევნებია.