პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე, თორნიკე ჯანაშვილი და „რეფორმერის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯეირან ოქროპირიძე ბათუმში ამომრჩეველს შეხვდნენ. მათ ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ადგილობრივები „რეფორმერის“ საარჩევნო პროგრამასა და პარტიის სამომავლო გეგმებსაც გაეცნენ. ვიდეომასალა პარტიის პრეს-სამსახურმა გაავრცელა.