მოლდოვაში მნიშვნელოვანი დღეა. მოსახლეობა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით რეფერენდუმში მონაწილეობს და ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს. რეფერენდუმის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, მოლდოვის არსებითი კანონი ავტომატურად შეიცვლება და მასში ევროკავშირში გაწევრიანება მიზნად ჩაიწერება. მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიიღო. იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად ჩაითვალოს, მინიმუმ 33-პროცენტიანი აქტივობა უნდა დაფიქსირდეს. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, მასში 11 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ მონაწილეობს.