დღეიდან მედიკამენტების რეცეპტის გამოწერის ახალი წესი მოქმედებს – საკითხზე მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მოქალაქეების ინტერესებზეა გათვლილი და ის შესაძლებლობას მისცემს ფარმაცევტული ბაზრის უფრო გამჭვირვალედ მუშაობას. მისივე განცხადებით, გენერიკული რეცეპტების დანერგვით, წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა დაზღვეული იქნება.
11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით.