რეცეპტის გამოწერის ახალი სისტემა

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მედიკამენტების რეცეპტების ახალი წესის შესახებ საუბრობს. მისი ინფორმაციით, რეფორმის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მეორე ჯგუფის მედიკამენტების გენერიკული რეცეპტით გაცემა უკვე შესაბამისი უწყებების 80-მა პროცენტმა დაიწყო.

პირველ მაისამდე რეფორმა საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს და დარღვევების შემთხვევაში, სამედიცინო სექტორის სანქცირება არ იგეგმება. ეკა ადამიას თქმით, ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა და რეცეპტების ახალი სისტემა მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდებას უზრუნველყოფს.