ამ ქვეყანაში, შეიძლება ცოტა რამეზე ვიყოთ ისე შეთანხმებულები, როგორც ერთ საკითხზე, რომ სვანური კოშკები საქართველოს და მსოფლიოს უნიკალური საგანძურია. საგანძურია პატარა სვანური ეკლესიებიც, რომლებიც უძველეს, მხოლოდ სვანეთისთვის დამახასიათებელ მოხატულობას ინახავს. ეს კოშკები მნიშვნელოვანია და უნდა იყოს კიდეც ყველასთვის, მათთვის ვინც ცხოვრობს სვანეთში და მათთვისაც, ვინც სვანეთს მხოლოდ სტუმრობს. ჩვენ უკვე წლებია გვესმის, რომ სვანეთის ძეგლები რეაბილიტაციას საჭიროებს, გვესმის ისიც, რომ რამდენიმე კოშკი ჩამოინგრა, წაიქცა, დაზიანდა მაჩუბებიც. ვნახოთ ვიდეო, რომელიც ცალკე ვებ-ეპიზოდად იყო ჩაფიქრებული, ჩვენმა მაყურებელმა იცის, რომ ჩვენ ორ პლატფორმაზე ორი დამოუკიდებელი გადაცემით ვმაუწყებლობთ. თუმცა მასალის ნახვის შემდეგ მივხვდით, რომ ეს ნამდვილად სადისკუსიო თემაა.
გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ აქ
რეალური სივრცე