კორონავირუსის პანდემიისას იზოლაციაში ცხოვრებამ ბევრი პრობლემა გამოაჩინა. დავინახეთ ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებულად სჭირდებათ გვერდში დგომა და მხარდაჭერა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტში 350-მდე მარტოხელა ხანშიშესული ცხოვრობს, რომელთაგან ზოგს ტელეფონი არ აქვს, ზოგ საკვები და სურსათი, ზოგს ტელევიზორი, დიდ ნაწილს კი წინასწარ აქვს აღებული პენსია. ცოდნის კაფის თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი ერთ-ერთი იყო თავის გუნდთან ერთად, რომელმაც იზოლაციის დროს სხვადასხვა ჯგუფების მხარდაჭერისთვის პროექტები დაიწყო.
რეალური სივრცე