რეალი ზედიზედ მეორედ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონია. მადრიდულმა კლუბმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიური გრემიო 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი შეხვედრის 53-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდომ გაიტანა. პორტუგალიელი ტურნირზე სულ 7 გოლის ავტორი გახდა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი ზედიზედ ორ ფინალში გაიტანა. ამგვარად, რეალი ისტორიაში პირველი კლუბია, რომელმაც ეს ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო, სულ კი საპატიო თასს მესამედ დაეუფლა და ამ მაჩვენებლით ბარსელონას დაეწია. ზინედინ ზიდანმა კი, მწვრთნელის რანგში, 23 თვეში უკვე მე-8 ტურნირი მოიგო, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელია – მსგავსი რამ არცერთ მწვრთნელს არ გაუკეთებია.