რეაბილიტირებული ფეხბურთის მოედანი

თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე არსებული ახლად რეაბილიტირებული მოედანი გაიხსნა.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, ბიუჯეტი 2 622 544 ლარია. სათადარიგო სტადიონს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო ახალი ბუნებრივ საფარიანი მოედანი, სარწყავი და სადრენაჟო სისტემა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათების სისტემა. მაყურებელთა ტრიბუნა, შშმ პირებზე ადაპტირებული ადგილების გათვალისწინებით, 400 მაყურებელს იტევს. ასევე აშენდა ტექნიკური შენობა: გასახდელები და სველი წერტილები. ახლად რეაბილიტირებული სტადიონი გახსნის შემდგომ უმაღლესი ლიგის თამაშებს მასპინძლობს. პირველი მატჩი თელავის „თელავსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ 19 წლამდელთა გუნდებს შორის გაიმართა.