რეაბილიტაციის პროცესი დმანისის თეატრში

კულტურის მინისტრი დმანისის თეატრში რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტი 2022-2023 წლებში მომზადდა, რისთვისაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 188 000 ლარი გამოყო.

პროექტის განსახორციელებლად კულტურის სამინისტრომ 4 900 000 ლარი გამოყო, რომლის ფარგლებშიც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება დარბაზს, თეატრის სარგებლობაში არსებულ სივრცეებსა და მსახიობების საცხოვრებელ სახლს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. დმანისში თეატრ-სტუდია „ქვემო ქართლის“ დაარსება სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელს უკავშირდება.